Belive

რობინ ვან პერსი ჰერენვენის მთავარი მწვრთნელია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი რობინი ვან პერსი "ჰერენვენის" მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AD ავრცელებს.

2019 წელს, მას შემდეგ, რაც რობინმა კარიერა დაასრულა "ფეიენოორდის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა. "ჰერენვენი" ვან პერსისთვის კარიერაში პირველი გუნდი იქნება, რომელსაც გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელის მეთოდებმა საფეხბურთო სამყაროში აღფრთოვანება უკვე გამოიწვია. აქვე იმისაც გეტყვით, რომ ერიკ ტენ ჰაგს რობინი "მანჩესტერში" ერთი კვირით ჰყავდა მიწვეული.

მწვრთნელობა საკმაოდ რთული პროფესიაა. ვარჯიშებს დიდი მონდომებითა და სიამოვნებით ველი. მინდა ფეხბურთში განვითარება გავაგრძელო და მწვრთნელობა ამისთვის შესანიშნავია. მოხარული ვარ იმ შესაძლებლობით, რომელსაც "ჰერენვენი" მთავაზობს. - განაცხადა რობინ ვან პერსიმ

რობინს კარიერის განმავლობაში "ფეიენოორდში", "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ფენერბაჰჩეში" უთამაშია. 595 ჩატარებულ შეხვედრაში ვან პერსიმ 274 გოლი და 94 ასისტი შეასრულა. ამ ყველაფერთან ერთად ერთი პრემიერ ლიგა, ერთი FA თასი, ორი ინგლისის სუპერ თასი, ერთი უეფას თასი, ერთი ნიდერლანდების თასი და ერთი ნიდერლანდების სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები