"უბრალოდ არ მესმის და ვერ ვიგებ რატომ ითამაშა ინგლისმა ასე" - მიულერი
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა თომას მიულერი ინგლისის გუშინდელი გადაწყვეტილებით გაოცებულია. "სამმა ლომმა" არგენტინასთან უპირატესობა მოიპოვა და გოლის გატანის შემდეგ გადაწყვიტა დაცვით თამაშზე გადასულიყო. ამის შემდეგ კი არგენტინამ 2 გოლის გატანა შეძლო და ფინალში სწორედ სკალონის ნაკრები გავიდა.
თომას ტუხელის ამ გადაწყვეტილებით თომას მიულერი გაკვირვებულია.
უბრალოდ არ მჯერა და არ მესმის, ინგლისმა როგორ ითამაშა ლიდერობის მოპოვების შემდეგ. ვერ ვიგებ, როგორ მისცეს არგენტინას იმის საშუალება, რომ საუკეთესო პოზიციებიდან ერთმანეთის მიყოლებით ჩაეწოდებინა ბურთი საჯარიმოში. - ამბობს თომას მიულერი
Thomas Müller: "I cannot believe and understand how England approached this game after they're leading. I cannot understand how they invited Argentina to play one cross after the other in perfect crossing positions" pic.twitter.com/Hm35pZfRwf
— TheSecretScout (@TheSecretScout_) July 15, 2026
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა დაუპირისპირდებიან.