Belive

ოფიციალურად: მეცმა აიაქსიდან მიქაუტაძე გამოისყიდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აიაქსმა" და "მეცმა" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. თავდამსხმელი ფრანგულმა კლუბმა იჯარით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აიყვანა, ხელშეკრულება შესყიდვის უფლებასაც ითვალისწინებდა. მეცმა ეს ვარიანტი გამოიყენა, რითაც 23 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი გაოფიციალურდა. აიაქსი ფრანგული კლუბისგან 13 მილიონ ევროს მიიღებს. ქართველ ფეხბურთელს ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.

გასული წლის აგვისტოში, მიქაუტაძე აიაქსმა მეცისგან 18 მილიონად იყიდა. ნიდერლანდელებმა გიორგის გამოყენება ვერ მოახერხეს და ნახევარი წლის განმავლობაში ქართველს საშინელი პერიოდი ჰქონდა. მას სეზონის პირველი ნახევრის გატარება აიაქსის სათადარიგოთა სკამზე მოუხდა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მეცმა ყოფილი მოთამაშე იჯარით დაიმატა და ნახევარ სეზონში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. გიორგიმ ლიგა 1-ში ჯამში 13 გოლი გაიტანა (2 იქამდე, სანამ აიაქსში გადავიდოდა) და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მეცის გულშემატკივრება მიქაუტაძეს "მეფე გიორგი" შეარქვეს, რადგან ის, რომ კლუბს საფრანგეთის ელიტაში დარჩენის შანსი პლეი ოფებამდე ჰქონდა, მთლიანად ქართველის დამსახურება იყო. დიდი ალბათობით, მეცი მიქაუტაძეს ვერ შეინარჩუნებს და ის კარიერას გაცილებით მაღალი დონის გუნდში გააგრძელებს.

View this post on Instagram

A post shared by AFC Ajax (@afcajax)

სხვა სტატიები