რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ სევილიასთან მატჩში?
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-6 ტურში ვილიარეალმა სევილია სტუმრად 2:1 დაამარცხა.
მატჩში 69-ე წუთზე ჩაერთო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 86-ე წუთზე თავი შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 7 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 9-ჯერ შეეხო, 4-დან 3 დუელი მოიგო და 4-დან 2 ზუსტი გადაცემა (50%) გააკეთა. გარდა ამისა, მას 2 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და ორივე წარმატებული გამოდგა.
7.4 ქულა დაიმსახურა ჟორჟმა Flashscore-სგან, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მე-2 საუკეთესო მაჩვენებელია.
ვილიარეალი მომავალ მატჩს შაბათს, 27 სექტემბერს, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.
¡QUÉ VICTORIA, GROGUETS! ¡TRES PUNTAZOS EN EL PIZJUÁN! ¡VAAAAMOOOOOS!#SevillaVillarreal pic.twitter.com/vUdRduflsR
— Villarreal CF (@VillarrealCF) September 23, 2025