იამალის ჰეთ-თრიქი ვილიარეალთან | რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ?
ლა ლიგის 26-ე ტურში ბარსელონამ ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე უამარტივესად, 4:1 დაამარცხა. გაიბრწყინა ლამინე იამალმა, რომელმაც სტუმრებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა, მატჩის მიწურულს ერთი გოლი ლევანდოვსკიმაც გაიტანა.
მატჩი სრულად ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ - ქართველს ხელსაყრელი შანსი არ მისცემია, თუმცა ვილიარეალის შემადგენლობაში მაინც საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით, ქართველ თავდამსხმელს ვილიარეალის მხრიდან გოლის გამტან პაპე გეიზე უკეთესი შეფასება აქვს (6.7-დან 7.2-დე). ორივე ამ ვებ-გვერდის მიხედვით, ლამინე იამალს უნაკლო თამაში ჰქონდა (10/10).
ბარსელონამ ლიდერობა გაიმყარა და რეალს 4 ქულით უსწრებს (ბარსას ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული), ხოლო მესამეზე მყოფი ვილიარეალი ამ ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა (მეოთხეზე ატლეტიკოა (-3) ქულით).
Final. #BarçaVillarreal pic.twitter.com/eKJy6uggCh
— Villarreal CF (@VillarrealCF) February 28, 2026