Belive

ოფიციალურად | მბაპეს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - ფრანგი 1 თვეს იუქმებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, "რეალისა" და "ალავესის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

"ალავესის" კარი კილიან მბაპემაც აიღო, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით გატანილი 5 გოლი დაუგროვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ მე-80 წუთზე, "სამეფო კლუბის" ფრანგი ვარსკვლავი კუნთის ტკივილმა შეაწუხა და შეცვლა ითხოვა.

რამდენიმე წუთის წინ კი სოციალურ ქსელში "სამეფო კლუბმა" დაადასტურა, რომ კილიან მბაპეს სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ფრანგ თავდამსხმელს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, ტრავმა არც ისე მარტივია და იგი მინიმუმ 3 კვირას იუქმებს.

25 წლის ფრანგი ვარსკვლავი "ატლეტიკოსთან"; "ლილთან" და "ვილიარეალთან" მატჩებს გამოტოვებს და ვარაუდობენ, რომ "ელ კლასიკოში" დაბრუნდება, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ლა ლიგის მე-8 ტურში "ბლანკოსს" მძიმე გასვლითი დაპირისპირება ელის - 29 სექტემბერს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდული გრანდების "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი გაიმართება.

სხვა სტატიები