"ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - მბაპეს ოქროს ბუცი გადაეცა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის ცენტრალურ ფორვარდს, კილიან მბაპეს გასულ სეზონში მოგებული ევროპის ოქროს ბუცი გადაეცა.
"დიდი მადლობა ყველას აქ დასწრებისთვის. დიდი პატივია ოქროს ბუცის მიღება. დიდი მადლობა ყველას ამ ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს აქ ყოფნისთვის და ყოველთვის დახმარებისთვის. ჩვენ წარმოუდგენელი გუნდი ვართ, რომელსაც ბევრის მოგება შეუძლია.
მოხარული ვარ, რომ მადრიდის რეალში ვთამაშობ, ეს ბავშვობიდან ჩემი ოცნება გახლდათ. ახლა აქ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ. მინდა მადლობა გადავუხადო მადრიდის რეალის გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
იმედი მაქვს, ოქროს ბუცს შემდეგ ჯერზეც მოვიგებ. კარგად დავიწყე, მაგრამ ვნახოთ. ყველას დიდი მადლობა", - ამბობს კილიან მბაპე.
ლა ლიგის გასულ სეზონში გატანილი 31 გოლით კილიან მბაპემ ევროპის ოქროს ბუცი კარიერაში სადებიუტოდ მოიგო.