Belive

ოფიციალურად | ლუკა მოდრიჩი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ლუკა მოდრიჩმა, ცნობილ ესპანურ გამოცემა "Diario AS"-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ იგი ეროვნულ ნაკრებში რჩება და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

9 სექტემბერს, ლუკა მოდრიჩი 39 წლის გახდება, იგი რჩება ნაკრებში და გამოიძახეს ერთა ლიგის მატჩებისთვის, სადაც ხორვატია პორტუგალიასთან და პოლონეთთან ითამაშებს.

აქვე ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ თამაში მისი ახალი ოცნებაა და თუ ხორვატიის ნაკრები შეძლებს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, 40 წლის ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ და კარიერაში მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

მოდრიჩი თავს კვლავ მნიშვნელოვან ნაწილად თვლის ხორვატიის ნაკრებისთვის, რომელიც ნახევარდაცვაში ხარისხიანი შემცვლელების პოვნას განაგრძობს.

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგისთვის

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავს, რა დროშიც მან 178 მატჩი ჩაატარა, სადაც 26 გოლის გატანა და 29 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

გარდა ამისა, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ლიდერია.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 3 ქვეყანა: მექსიკა, კანადა და აშშ უმასპინძლებენ. შეჯიბრი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები