Belive

ზიდანი: "დიდი ხანია ასეთი მძიმე სიტუაცია არ ყოფილა - რეალმა სიტუაცია უნდა შეცვალოს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში მადრიდის "რეალი" საკუთარ არენაზე "მილანთან" 1:3 დამარცხდა. ანგარიში მილანელთა ფეხბურთელმა მალიკ ჩაომ მე-12 წუთზე გახსნა, ვინისიუსმა 23-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს ალვარო მორატამ თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო 73-ე წუთზე ტიჯანი რეინდერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა - ზინედიზ ზიდანმა, ამ მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "რეალი" მძიმე მდგომარეობაშია და დაუყონებლივ უნდა იყოს მიღებული ზომები, რომ კარგ ფორმაში მალევე დაბრუნდნენ.

"ჩემთვის, როგორც მადრიდისტასთვის დღევანდელი მარცხი მტკივნეულია, მაგრამ მჯერა, რომ გუნდი იპოვის ძალას და სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, რეალს კი შესაძლო 12 ქულიდან მხოლოდ 6 აქვს მოპოვებული. ვფიქრობ, თუ მადრიდელები მომდევნო ეტაპზე პირდაპირ პლეი-ოფიდან ვერ გავლენ და დამატებითი შეხვედრების ჩატარებას დასჭირდებათ, ეს ყველაფერი ქომაგებში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაცია და მინიმალური შეცდომების დაშვებაა საჭირო.

დარწმუნებული ვარ, მე-5 ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ „რეალი“ სულ სხვა ხასიათს აჩვენებს და ეცდება გაიმარჯვოს, ვინაიდან ევროსარბიელზე ქულების დაკარგვა ახლა აღარ შეიძლება..." - ზინედინ ზიდანი

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ 3-ჯერ შეძლო.

ზიზუმ ეს ყველაფერი 2016-2018 წლებში მოახერხა და "სამეფო კლუბის" ისტორიაში კიდევ ერთხელ, ამჯერად მწვრთნელის რანგში, ოქროს ასოებით ჩაეწერა.

სხვა სტატიები