ოფიციალურად: ლუის დიასი ბაიერნის ფეხბურთელია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, კოლუმბიელი ფეხბურთელი ლუის დიასი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია. გერმანულმა გუნდმა 28 წლის შემტევის სანაცვლოდ ლივერპულს 75 მილიონი ევრო გადაუხადა, დიასმა ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ფეხბურთელი დღეს წარადგინეს და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი დებიუტი შაბათს, გიორგი მიქაუტაძის ლიონის წინააღმდეგ შედგება.
ლუის დიასი 2022 წლიდან ლივერპულში ირიცხებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში მერსისაიდულ გუნდში 148 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი, 23 საგოლე გადაცემა დააგროვა. მან ინგლისურ გუნდთან ერთად 5 ტიტული მოიგო, ესენია: 1 პრემიერ ლიგა, 1 FA თასი, 2 ინგლისის ლიგის თასი და 1 ინგლისის სუპერთასი.
𝘽𝙞𝙚𝙣𝙫𝙚𝙣𝙞𝙙𝙤, 𝙗𝙖𝙡𝙡𝙚𝙧 😎🇨🇴 #ServusLuis pic.twitter.com/4btABjHK04
— FC Bayern München (@FCBayern) July 30, 2025