პრობლემები სამედიცინო შემოწმებისას | მატეტას მილანში ტრანსფერი ჩაიშალა
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მილანი კრისტალ პალასიდან ჟან-ფილიპ მატეტას გადაყვანას ცდილობდა.
როსონერი ინგლისურ კლუბს 30-მილიონიან ტრანსფერზეც შეუთანხმდა, თავის მხრივ კი სამხრეთ ლონდონელებმა იორგენ სტრან ლარსენის სახით მატეტას შემცვლელსაც მიაგნეს.
თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა - ფრანგი ფეხბურთელის მილანში გადასვლა სამედიცინო შემოწმების დროს გამოვლენილი პრობლემების გამო ჩაიშალა.
მედიაში იწერებოდა, რომ მატეტას მუხლი აწუხებდა, რაც, როგორც ჩანს, მილანის ექიმებმაც დაადასტურეს. შედეგად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.
როსონერის კიდევ ერთი ასეთი ისტორია თავს სულ ახლახან გადახდა - 2025 წლის ზაფხულში გუნდში იჯარით ვიქტორ ბონიფეისი უნდა მისულიყო, მაგრამ ასევე მუხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მისი ტრანსფერიც არ შედგა.
Where will Jean-Philippe Mateta and Jorgen Strand Larsen be come 7pm? 🤔 pic.twitter.com/6aBcsmYb8R
— Sky Sports (@SkySports) February 2, 2026