ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ატლეტიკოს ფეხბურთელია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კონორ გალაჰერისა და "ატლეტიკო მადრიდის" საგა დასრულდა. ახლა უკვე ყველაფერი დასრულებულია და ინგლისელი ნახევარმცველი მადრიდული კლუვის რიგებში ირიცხება.
ესპანურმა კლუბმა კონორის სანაცვლოდ "ჩელსის" 42 მილიონი ევრო გადაუხადა. გალაჰერმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც სიმეონეს და გუნდის უფროსობას ძალიან სურდა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელის დამატება "ტოტენჰემს", "ასტონ ვილასა" და "ვესტ ჰემს" სურდა. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო რბოლა "ატლეტიკომ" მოიგო.
გასულ სეზონში გალაჰერმა 50 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 9 ასისტი შეასრულა