ჯეიმი ვარდი კონტინენტს იცვლის | ინგლისელი ლეგენდა ბრაზილიაში მიდის
ბრაზილიურმა კლუბმა სან პაულუმ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და ლესტერის ლეგენდარულ თავდამსხმელს სამხრეთ ამერიკაში ახალი თავგადასავლის დაწყება შესთავაზა. 39 წლის ინგლისელი ფორვარდი ამჟამად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა სან პაულუ ტრანსფერის დახურვას აქტიურად ცდილობს.
🚨🇧🇷 EXCL: São Paulo have approached Jamie Vardy to join the club as free agent!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 16, 2026
Surprise move by the Brazilian side to tempt Leicester City legend.
Vardy, assessing several options with final decision on his future club not made yet. pic.twitter.com/7exdS0A4Ja
ჯეიმი ვარდის კარიერა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ზღაპარია. 20-ზე მეტი წლის ასაკში იგი ინგლისის დაბალ, ნახევრად პროფესიონალურ ლიგებში (სტოქსბრიჯი, ჰალიფაქსი, ფლიტვუდი) თამაშობდა. ლესტერმა იგი 2012 წელს სულ რაღაც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა - ტრანსფერი, რომელმაც კლუბის ისტორია სამუდამოდ შეცვალა.
2015/16 წლების სეზონში კლაუდიო რანიერის ლესტერმა მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინა და პრემიერ ლიგა მოიგო, რაშიც ვარდიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
24 გოლი პრემიერლიგაში: ვარდი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა (25 გოლი გაიტანა კეინმა)
რეკორდული სერია: მან პრემიერ ლიგის ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი, რითაც რუდ ვან ნისტელროის მრავალწლიანი რეკორდი მოხსნა.
აღიარება: სეზონის ბოლოს ვარდი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-8 ადგილი დაიკავა.
ლესტერში გატარებული 13 სეზონის განმავლობაში მან 500 ოფიციალურ შეხვედრაში ზუსტად 200 გოლი გაიტანა და გუნდს პრემიერლიგის გარდა, ასოციაციის თასისა და ინგლისის სუპერთასის მოგებაშიც დაეხმარა.
2025 წლის ზაფხულში, ლესტერთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ვარდიმ ინგლისი დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სერია A-ს კლუბ კრემონეზეს შეუერთდა. იტალიურ კლუბში მან 2025/26 წლების სეზონი გაატარა, სადაც ჩატარებულ მატჩებში 7 გოლის გატანა შეძლო.
იტალიელებთან 1-წლიანი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ვარდი კვლავ თავისუფალი აგენტია. 39 წლის ასაკში მას წინ კიდევ ერთი გამოწვევა ელოდება - გადავა თუ არა ინგლისელი ბომბარდირი სამხრეთ ამერიკაში, ახლომომავალში გახდება ცნობილი.