ოფიციალურად: ჯონ სტოუნსი ინტერის ფეხბურთელია
ოფიციალურად, ინგლისელი ფეხბურთელი ჯონ სტოუნსი მილანის ინტერის ფეხბურთელია, 32 წლის პოზიციით მცველი იტალიურ გუნდში მანჩესტერ სიტიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ინტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ჯონ სტოუნსი მანჩესტერულ კლუბში 2016 წლიდან ასპარეზობდა, მანამდე კი ევერტონსა და ბარნსლიში უასპარეზია.
ჯონ სტოუნსს კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ ყველა მანჩერსტერ სიტიში, ესენია: 1 ჩემპიონთა ლიგა, 6 პრემიერ ლიგა, 1 უეფას სუპერთასი, 1 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ინგლისის FA თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 2 ინგლისის სუპერთასი.
Finalmente a casa.
— Inter ⭐⭐ (@Inter) July 30, 2026
Date il benvenuto al nuovo interista 🖤💙
👉 https://t.co/HsOAaHYMDB pic.twitter.com/almSKlSLu7
საკლუბო კარიერის გარდა, ჯონ სტოუნსს ინგლისის ნაკრებში 94 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული.