ოფიციალურად: ჯობ ბელინგემი დორტმუნდის ფეხბურთელია
ოფიციალურად, ინგლისელი ფეხბურთელი ჯობ ბელინგემი სანდერლენდიდან დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა. 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ გერმანულმა გუნდმა 33 მილიონი ევროს + 5 მილიონი ევროს ბონუსი გადაიხადა, ჯობმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა და 77-ნომრიან მაისურს მოირგებს.
სანდერლენდისთვის ბელინგემის ტრანსფერი ისტორიულია, რადგან მათ გაყიდულ ფეხბურთელში ამ რაოდენობის თანხა არასდროს მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ სანდერლენდი ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში აღზევდა. ჯობი ინგლისურ კლუბში 2023 წლიდან ასპარეზობდა, ამ დროში მან ყველა ტურნირის ეგიდით 90 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 11 გოლი, გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.
Welcome to Dortmund, Jobe! 👋
— Borussia Dortmund (@BlackYellow) June 10, 2025
The 19-year-old England U21 international joins on a five-year deal and will wear number 77 at the FIFA Club World Cup. ✍️ pic.twitter.com/i6KWvjFCtP