Belive

ლოთარ მათეუსი: "კეინი მბაპესა და ჰოლანდზე უკეთესია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ბაიერნისა და დორტმუნდის დაპირისპირებაში, რომელშიც მიუნხენელებმა 2:1 გაიმარჯვეს, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხი, თუ ვინაა ამ წამს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი. ჰარი კეინმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა არამხოლოდ იმით, რომ გოლი გაიტანა (რასაც ისედაც რეგულარულად აკეთებს), არამედ მოედანზე რამდენიმე პოზიციის მორგებით და თანაც, ამ პოზიციებზე უმაღლესი დონის შესრულებით. ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ კეინი საუკეთესოა მსოფლიოში.

ამჟამად, მსოფლიოში ჰარი კეინზე უკეთეს თავდამსხმელს ვერ ვხედავ. არამხოლოდ მისი გოლების, არამედ მისი მრავალმხრივობისა და დაკავებული პოზიციების გამო. მან თავისი თვისებები აჩვენა, როგორც მეპასემ, დრიბლერმა და მცველმა. ის ერთდროულად არის გოლების გამტანი, გამთამაშებელი და box to box (საჯარიმოდან საჯარიმომდე) ფეხბურთელი.

არასდროს მინახავს ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე საკუთარ საჯარიმოდან ისე ამოსულიყვნენ ბურთით, როგორც ეს კეინმა დორტმუნდთან, 88-ე წუთზე გააკეთა.

ასევე არ მინახავს მათგან 50-მეტრიანი პასები, რაც კეინისთვის ჩვეულებრივი ამბავია. - განაცხადა ლოთარ მათეუსმა

კეინმა, 2025/26 წლების სეზონში, ბუნდესლიგის შვიდ მატჩში 12 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუნხენელებს 7-დან 7 მოგება აქვთ და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

სხვა სტატიები