Belive

ოფიციალურად | ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ირანის საფეხბურთო ნაკრები მუნდიალზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ირანის სპორტის მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის დარღვეული დიპლომატიური ურთიერთობების საბაბით ახსნა.

უსაფრთხოების ნორმები და ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული მწვავე დიპლომატიური ურთიერთობა, შესაძლებლობას არ ტოვებს, რომ ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზოს. - ირანის სპორტის სამინისტრო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება - მსოფლიო პირველობას აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს.

ირანის საფეხბურთო ნაკრებს G-ჯგუფში ბელგიის, ეგვიპტისა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ირანს.

სხვა სტატიები