Belive

ოფიციალურად: ინტერ მაიამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბოლო წევრი "ინტერ მაიამი" იქნება. 32-გუნდიანი ტურნირი აშშ-ში, 2025 წელს 15 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი ევროპიდან, ექვსი სამხრეთ ამერიკიდან, 12 აზიიდან, აფრიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ბოლო ორი ადგილიდან ერთს ოკეანიიდან, მეორეს კი შეერთებული შტატებიდან, მასპინძელი ქვეყნიდან დაიმსახურებენ.

MLS-ის კლუბს, ინტერ მაიამის ეს ადგილი მიენიჭა, როგოროც საუკეთესო რეგულარული სეზონის ჩამტარებელ გუნდს, მათ სეზონში 74 ქულა დააგროვეს.

თქვენ აჩვენეთ, რომ შეერთებულ შტატებში, მუდმივად ხართ საუკეთესო კლუბი სათამაშო მოედანზე, ამიტომ მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, თქვენ დამსახურებული მონაწილეები ხართ 2025 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე - განაცხადა ფიფას ხელმძღვანელმა, ჯანი ინფანტინომ

ევროპიდან ტურნირზე ისეთი გუნდები ითამაშებენ, როგორებიცაა: მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი", "პსჟ", "ინტერი", "პორტო", "ბენფიკა", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი". მატჩები ჩატარდება რვა სტადიონზე - მათ შორის ინტერ მაიამის ჰარდ როკის მოედანზე - ფინალი კი ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე. ტურნირზე 32-ე ადგილი 2024 წლის კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულს გადაეცემა.

ფიფას ორგანიზებით ჩატარებული ბოლო შეჯიბრი 2023 წელს, ექვსი კონფედერაციის შვიდ გუნდს შორის გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც მანჩესტერ სიტი გახდა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სრული წილისყრა დეკემბერში გაიმართება.

სხვა სტატიები