მბაპემ 'პიჩიჩი' შეინარჩუნა - ბოლო 38 წელში ეს მხოლოდ მესი/რონალდუმ შეძლეს
კილიან მბაპემ 2025/26 წლების პიჩიჩის ჯილდო ოფიციალურად მოიპოვა მას შემდეგ, რაც სეზონის ბოლო მატჩში, ბილბაოს ატლეტიკთან (4:2) გაიტანა გოლი. ამ გოლით, ფრანგმა ფეხბურთელმა, სეზონის განმავლობაში 25 გოლი დააგროვა. მბაპემ გაუსწრო მალიორკას თავდამსხმელ ვედატ მურიქს, რომელმაც სეზონი 23 გოლით დაასრულა. მესამე ადგილზე ოსასუნას ანტე ბუდიმირი გავიდა - 17 გოლით, ხოლო ბარსელონას წყვილმა, ფერან ტორესმა და ლამინე იამალმა 16-16 გოლი გაიტანეს.
მბაპეს ბომბარდირის ტიტულის შენარჩუნება მას ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდ სახელებთან ერთად ახვედრებს. ფრანგმა გასულ სეზონში „პიჩიჩი“ 31 გოლით მოიგო, ხოლო წელს კიდევ ერთი ნაყოფიერი სეზონით დაიცვა ეს ჯილდო. ამ მიღწევით, ის რონალდუს (2014 და 2015) შემდეგ, რეალის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს პრიზი ზედიზედ რამდენიმე სეზონში მოიპოვა. ბოლო 38 წლის განმავლობაში, მხოლოდ რონალდუმ და მესიმ მოახერხეს ამ პატივის შენარჩუნება ზედიზედ რამდენიმე სეზონში. მესის, რონალდუსა და მბაპემდე, საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო უგო სანჩესმა შეინარჩუნა (1988-89), მექსიკელი ფეხბურთელი ზედიზედ 4 წელი ხდებოდა საუკეთესო გამტანი.
2024-25: 34 LaLiga games, 31 goals ⚽️
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) May 23, 2026
2025-26: 32 LaLiga games, 25 goals ⚽️
Kylian Mbappé becomes the first player to win back-to-back Pichichi Awards since Lionel Messi from 2019-2021 💪 pic.twitter.com/drJmaMVEAJ