პსჟ-ს ახალი პროექტი | სტადიონის ტევადობის გაზრდა და დიდი გეგმები
ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ინფორმაციით, კატარელმა ინვესტორებმა პარი სენ-ჟერმენის სტადიონის, 'პარკ დე პრენსის' გარშემო მასშტაბური და ამბიციური პროექტი წამოიწყეს. მზადყოფნაა გამოთქმული, რომ პროექტში, სახელწოდებით „Porte des Princes“, ასობით მილიონი ან თუნდაც 2 მილიარდამდე ევრო ჩაიდოს. ინიციატივის მთავარი მიზანია, პარიზულმა კლუბმა საკუთარი სტადიონი შეიძინოს და სრულად განაახლოს ის, რაც გუნდს გრძელვადიანი ფინანსური და ინფრასტრუქტურული სტაბილურობის გარანტიას მისცემს.
განახლების გეგმა მოიცავს „პარკ დე პრენსის“ ტევადობის ზრდას ამჟამინდელი 48 000-იანი ნიშნულიდან 70 000 მაყურებლამდე, რათა კლუბმა უპასუხოს გულშემატკივრების მზარდ მოთხოვნას და გაზარდოს მატჩის დღის შემოსავლები. სტადიონის არენა და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად ტრანსფორმირდება: პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუზეუმის, გიგანტური ფან-შოპის, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებისა და შესაძლოა, პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობა, რაც ამ ზონას პარიზის სავიზიტო ბარათად აქცევს.
🚨🚨 LE QATAR 🇶🇦 EST PRÊT À INVESTIR JUSQU’À 2 MILLIARDS D’EUROS 💰 POUR TRANSFORMER LE PARC DES PRINCES !!!! 🏟️❤️💙
— Actu Foot (@ActuFoot_) November 4, 2026
Le projet XXL du PSG, baptisé « PORTE DES PRINCES », comprendrait :
👉 Le RACHAT du Parc des Princes.
👉 Un AGRANDISSEMENT jusqu’à 70 000 places.
👉 Une… pic.twitter.com/DOgHUdcvec
იმის გამო, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, პსჟ-ს დროებით სხვა არენაზე გადასვლა მოუწევს. გავრცელებული ცნობებით, კლუბი სერიოზულად განიხილავს ვარიანტს, რომ სამუშაოების პერიოდში საშინაო მატჩები ლეგენდარულ „სტად დე ფრანსზე“ გამართოს. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კატარის მკაფიო ამბიციას, აქციოს პსჟ ევროპული ფეხბურთის აბსოლუტურ ლიდერად როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
ეს გრანდიოზული ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კატარელი მფლობელები პსჟ-ს განვითარებას არა უბრალოდ სპორტულ პროექტად, არამედ გრძელვადიან გლობალურ ბრენდად განიხილავენ. თუ ეს ამბიციური გეგმები რეალობად იქცევა, პარიზული კლუბი მიიღებს არა მხოლოდ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების მეგა-სტადიონს, არამედ 'საკუთარ სახლს', რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში კლუბის წარმატებისა და დიდების სიმბოლოდ დარჩება.