Belive

ოფიციალურად | გვარდიოლამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას საბოლოო გადაწყვეტილება აცნობა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლამ პაოლო მალდინისთან გამართული ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ, უარი თქვა იტალიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მანჩესტერ სიტის ყოფილმა თავკაცმა გადაწყვიტა, რომ კვლავ თავისი გეგმის ერთგული დარჩენილიყო, საკუთარ ოჯახთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა და სამწვრთნელო პაუზა აეღო.

მიუხედავად ამ უარისა, გვარდიოლამ, მალდინის მიმართ, პატივისცემა გამოხატა და ლეგენდარულ ფეხბურთელს, ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა გადაუხადა.

მადლობა, ჩემთვის ეს დიდი პატივია, მაგრამ ამ ეტაპზე, ამისთვის მზად არ ვარ. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს, სრულიად დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემ საქმეში ბოლომდე დავიხარჯები. - პეპ გვარდიოლა

პაოლო მალდინიმ, თავის მრჩეველ ლეონარდოსთან ერთად, იტალიური ფეხბურთის გაძლიერებისთვის, მრავალწლიანი პროექტი წარადგინა. იტალიური სპორტული გამოცემა Gazzetta - ს ინფორმაციით, გვარდიოლას უარის შემდეგ, "ნერაძურის" მომავალ მწვრთნელად, ანდრეა პირლო მოიაზრება. იტალიაში მიიჩნევენ, რომ სწორედ მას შეუძლია, ნაკრების ახალი ტაქტიკური მიმართულება ჩამოაყალიბოს.

ვინც არ უნდა გახდეს იტალიის მთავარი მწვრთნელი, ფაქტი ერთია, რომ მას ძალიან სერიოზული სამუშაოს შესრულება მოუწევს. იტალიისთვის, ბოლო დიდი ტიტული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო. გარდა ამისა, მსოფლიოს ოთხ გზის ჩემპიონს, მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. "ნერაძურის" მომავალი თავკაცის მთავრი საზრუნავი სწორედ ეს ორი კომპონენტი, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2030 წლის მუნდიალი იქნება.

სხვა სტატიები