ოფიციალურად | გიუნდოგანი სიტიში 2025 წლამდე ითამაშებს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონადან" კარიერას ისევ "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელი ფეხბურთელი ყოფილ გუნდში დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაშიც 2016-დან 2023 წლამდე ითამაშა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო.
გიუნდოგანი ესპანეთიდან ინგლისში უკვე ჩაფრინდა, მან ყველა ფორმალური დეტალი მოაგვარა და მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
33 წლის ნახევარმცველმა "სიტისთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2025 წლის ზაფხულამდე მანჩესტერულ გრანდში ითამაშებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი ინგლისური გრანდიდან ესპანურში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიელთა მაისურით ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა.