ბრაჰიმ დიასის ისტორიული მიღწევა - პირველად 50 წლის შემდეგ...
მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასზე, მასპინძელი მაროკოს ნაკრები ბრწყინვალედ ასპარეზობს და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს, სადაც 2-ჯერ მოიგეს, ხოლო 1 მატჩი ფრედ დაასრულეს.
მესამე ტურში მაროკოს ნაკრებმა ზამბია 0:3 დაამარცხა. დუბლი ელ ქააბიმ შეასრულა, ერთი გოლის გატანა კი მადრიდის რეალის ფეხბურთელმა - ბრაჰიმ დიასმა გაიტანა, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, ბრაჰიმ დიასმა აფრიკის თასის მიმდინარე გათამაშებაში სამივე მატჩში გოლი გაიტანა - 1976 წლის შემდეგ იგი გახდა პირველი მაროკოელი ფეხბურთელი, რომელმაც აფრიკის თასის ზედიზედ სამ თამაშში შეძლო გოლის გატანა. აქამდე ეს ისტორიული შედეგი აჰმედ ფარასს ჰქონდა დაფიქსირებული.
A HISTORIC GOAL FOR BRAHIM DIAZ 💪
— ESPN FC (@ESPNFC) December 29, 2025
He becomes the first Moroccan to score in three-straight AFCON matches since Ahmed Faras in 1976 🇲🇦 That's nearly 50 years 🤯 pic.twitter.com/JZYcpFExg4
მაროკოს ნაკრები უკვე 1/8-ფინალშია, სადაც მათი მეტოქე C ჰგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. 1/8-ფინალური დაპირისპირებები სტარტს 3 იანვრიდან აიღებს, მაროკო კი 4 იანვარს ითამაშებს.