Belive

ოფიციალურად: "გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის საკუთრებაა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძე, ოფიციალურად, "უოტფორდის" ფეხბურთელია. 24 წლის ქართველი, რომელსაც აქამდე ბელგიურ "გენტთან" ჰქონდა ხელშეკრულება და ვადა 2025 წელს გასდიოდა, ინგლისურმა კლუბმა გამოისყიდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უოტფორდის ნაწილი ვარ. მე აქ ყველაფერი მომწონს. სამუშაოსადმი მიდგომა და უდიდესი პროფესიონალიზმი იგრძნობა. აქ არსებული გარემო გეხმარება განვითარებაში და გასწავლის, თუ როგორ უნდა მიიღო სიამოვნება ფეხბურთის თამაშისგან - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ

ოფიციალური ცნობა არ არის რა თანხა გადაიხადა უოტფორდმა გიორგიში ან რამდენ წლიანია კონტრაქტი, თუმცა ვარაუდობენ, რომ გენტმა 2.5 მილიონი ევრო მიიღო, კონტრაქტი კი 3-წლიანია. "მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ ჩვენთან იჯარით მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე უოტფორდის საკუთრებაა. ძალიან კარგია, რომ ჩვენთან ხარ" - ოფიციალური ვებ-გვერდი, გიორგის ამბავს ამ სიტყვებით გამოეხმაურა.

უოტფორდის რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში გიორგიმ 1 გოლი ("ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ) გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩაკვეტაძემ პროფესიონალური კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, გენტში 2017 წელს გადავიდა, შემდეგ კი იჯარით გერმანულ "ჰამბურგსა" და სლოვაკურ "სლოვანშიც" თამაშობდა.

სხვა სტატიები