Belive

უოტფორდის მწვრთნელი: "იმედია ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურის შეხვედრაში, სადაც "უოტფორდი" "ქოვენთრის" მასპინძლობდა, გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, თუმცა მატჩის 44-ე წუთზე თამაში მისი ტრავმის გამო შეჩერდა.

ქოვენთრის მცველმა გიორგის ხისტი ვარდნა უკნიდან გაუკეთა, თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, რადგან ჩაკვეტაძეს ძლიერი ტკივილი აწუხებდა და გაურკვეველი იყო გააგრძელებდა თუ არა თამაშს. ქართველმა წამოდგომა და პირველი ტაიმის დარჩენილი წამების გატარება შეძლო, თუმცა შესვენებისას შეცვალეს.

ჩვენ ჯერ არ გვაქვს ზუსტი შეფასება. იმედია ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა, თუმცა დაზუსტებულ პასუხს უნდა დაველოდოთ - განაცხადა მატჩის შემდეგ ვალერიენ ისმაელმა

გიორგი ჩაკვეტაძე იქამდე, სანამ მოედანს დაუბრუნდებოდა, მუხლის ტრავმის გამო უქმობდა. საქართველოს ნაკრებს 21 და 26 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის გადამწყვეტი თამაშები ელოდება, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს.

სხვა სტატიები