Belive

ოფიციალურად | ერიკ ტენ ჰაგმა მანჩესტერთან კონტრაქტი 2026-წლამდე გაახანგრძლივა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ 2-წლით დარჩება. მან "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაახანგრძლივა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ მივაღწიე შეთანხმებას და კლუბთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას. განვლილი ორი წლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვიფიქროთ მოპოვებულ ორ ტიტულზე და სიამაყით შევხვდეთ მომავალ სეზონს, რადგან ჩვენ ძალიან კარგად პროგრესირებადი კლუბი ვართ და მიმდინარე სეზონის ბოლოს დავამტკიცეთ.

კლუბთან ჩემი დისკუსიების დროს, ჩვენ ვიპოვეთ სრული ერთიანობა ამ მიზნების მისაღწევად და ჩვენ ყველანი მტკიცედ ვართ მოწოდებული ამ მოგზაურობის ერთად გასატარებლად..." - ერიკ ტენ ჰაგი

ერიკ ტენ ჰაგი "წითელი ეშმაკების" თავკაცი 2022 წლის 1 ივლისიდაანა, მას შემდეგ მან 114 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 68-ჯერ გაიმარჯვა, 31-ჯერ დამარცხდა, 15 მატჩი კი ფრედ ითამაშა.

მან მანჩესტერულ კლუბთან ერთად ინგლისის ლიგის თასი (2022/2023 წლების სეზონში) და FA თასი (2023/2024 წლების სეზონში) მოიგო.

სხვა სტატიები