Belive

ოფიციალურად: დანი სებალიოსი რეალ მადრიდის ფეხბურთელი აღარ არის

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, რეალ მადრიდმა დაადასტურა, რომ დანი სებალიოსსა და სამეფო კლუბს შორის თანამშრომლობა ორმხრივად შეწყდა. 29 წლის ნახევარმცველი მადრიდულ კლუბში 2017 წლიდან ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი ტიტული მოიგო, ესპანელი ფეხბურთელი 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 4-ჯერ საკლუბო მსოფლიო თასი მოიგო, 3-ჯერ უეფას სუპერთასი, 2 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

დანი სებალიოსმა 9 წლის განმავლობასი 215 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 7 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რეალ მადრიდი მადლობას უხდის დანი სებალიოსს ჩვენთან ერთად გატარებული დროის განმავლობაში გაწეული ერთგულებისა და შრომისმოყვარეობისთვის და უსურვებს მას და მის ოჯახს წარმატებებს მათი ცხოვრების ამ ახალ თავში. რეალ მადრიდი მისი სახლია და ყოველთვის იქნება. - რეალ მადრიდის განცხადება

სხვა სტატიები