საუბრები შეწყდა - ვინისიუსი რეალთან კონტრაქტს აგრძელებს
ვინისიუს ჟუნიორმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - შეთანხმება მიღწეულია.
The Athletic-ის ინფორმაციით, ვინიციუს ჟუნიორი რეალ მადრიდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. კლუბი ბრაზილიელი თავდამსხმელის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ოფიციალურად კვირის ბოლომდე გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ბრაზილილელი 2032 წლამდე გაახანგრძლივებს.
„სამეფო კლუბსა“ და ვინისიუსს შორის გადამწყვეტი მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაიმართა. ბრაზილიელ ვარსკვლავს ისეთი ფინანსური და სპორტული პირობები შესთავაზეს, რაც გუნდში მის საკვანძო როლს სრულად ასახავს. 26 წლის ფეხბურთელმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩენა არჩია, რამაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა არსენალის იმედებს (მის ტრანსფერთან დაკავშირებით).
2018 წელს ფლამენგოდან გადმოსვლის შემდეგ, ვინისიუსმა რეალის მაისურით 375 მატჩი ჩაატარა, 128 გოლი გაიტანა და 100 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ პერიოდში მან 3-ჯერ ლა ლიგა, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 22-ჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა „სამეფო კლუბმა“ სეზონი დიდი ტიტულის გარეშე დაასრულა.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Vinicius Junior has reached an agreement to renew his contract at Real Madrid ✍️
— 433 (@433) August 6, 2026
Los Blancos are preparing to announce the forward’s new deal by the end of the week, as first reported by @David_Ornstein and @MarioCortegana 🤝🤝 pic.twitter.com/u9qzdh8DsN