ოფიციალურად: ბრუნო გიმარაეში არსენალის ფეხბურთელია
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ბრუნო გიმარაეში არსენალის ფეხბურთელია, ბრაზილიელი ნახევარმცველი ლონდონურმა კლუბმა ნიუკასლიდან 75 მილიონ ევროდ იყიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.
წარდგენის შემდეგ ბრუნომ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ეს უდიდესი რამაა, რაც აქამდე გამიკეთებია, მაგრამ მეტი მინდა. მინდა არსენალთან ერთად ბევრჯერ გავიმარჯვო. მინდა კარიერაში მეტი ტიტული მოვიგო და ვფიქრობ, სწორ ადგილას ვარ, 28 წლის ასაკში ჩემი კარიერის პიკში ვარ.
ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ვარ. აქ, ამ მაისურით, აუცილებლად ყველაფრის მოგება და ისტორიის შექმნაა საჭირო.
მინდა, ჩემი სახელი კლუბის ისტორიის ნაწილი გახდეს, ოდესმე, როცა წავალ და ახალი ფეხბურთელები მოვლენ თქვან, რომ ზუსტად ის მინდა გავაკეთო, რაც ბრუნომ კლუბისთვის გააკეთა.
ვფიქრობ, ეს საუკეთესოა, რაც ფეხბურთელს შეუძლია კლუბისთვის გააკეთოს: ისტორიის შექმნა და ახალგაზრდების შთაგონება. - ბრუნო გიმარაეში - არსენალი ფეხბურთელი
A force of nature.
— Arsenal (@Arsenal) August 8, 2026
Guimaraes is a Gunner ✍️ pic.twitter.com/E7k4mIHICg
ბრუნო გიმარაეშმა კარიერა თავდაპირველად ბრაზილიურ აუდაქსში დაიწყო, შემდეგ ატლეტიკო პარანაენსეში ასპარეზობდა, იყო ასევე ლიონსა და ნიუკასლში.