ოფიციალურად | გაბრიელ ჟესუსი ბარსელონას ფეხბურთელია
ბარსელონამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, არსენალიდან, ბრაზილიელი თავმდამსხმელის, გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის თავმდამსხმელმა, კატალონიურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლამდე იქნება ძალაში.
"ბარსელონამ და არსენალმა გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბრაზილიელი თავმდამსხმელი კატალონიელთა რიგებს, 3 წლის განმავლობაში დაიცავს" - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც კლუბი, რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერან ტორესმა დატოვეს, ბარსელონა მთელი ეს პერიოდი, ახალ თავმდამსხმელს ეძებდა. ჰანსი ფლიკისა და დეკოს პირველი არჩევანი ხულიან ალვარესი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ატლეტიკომ ამ ტრანსფერზე კატეგორიუილი უარი განაცხდა, ბარსელონამ სხვა ვარიანტების ძებნა დაიწყო.
საბოლოოდ, ბარსელონამ ყურადღება გაბრიელ ჟესუსზე გადაიტანა. ბრაზილიელს არსენალთან კონტრაქტი 2027 წელს ისედაც ეწურებოდა. კატალონიელებმა, ჟესუსის სანაცვლოდ, 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. კიდევ 4 მილიონი ევრო კი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. ამასთან ერთად, "მეთოფეებმა" ფეხბურთელის ტრანსფერის შემდეგ, 20%-იანი წილის მიღების უფელბაც შეინარჩუნეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჟესუსს ტრამვები აწუხებდა. ამის გამო, ბარსელონასთვის, ეს ტრანსფერი, გარკვეულწილად, სარისკო იყო. თუმცა ასეთი სატრანსფერო ფასისა და ბრაზილიელის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს გარიგება, ლა ლიგის მოქმედი გამარჯვებულებისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება, საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.
🔵🔴🤙🏽 Official, confirmed. Gabriel Jesus joins Barcelona from Arsenal. 🇧🇷
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 1, 2026
€14m package plus 20% sell-on clause. pic.twitter.com/VFea4R96PQ