ოფიციალურად | ბონო ალ ჰილალის ფეხბურთელია
საუდის არაბულმა "ალ ჰილალმა" მაროკოს ნაკრების მეკარე - ბონო დაიმატა. ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა.
🎬 "بـونـو":"#الهلال.. نادٍ كبيـر وتاريخـي" 💙#بونو_هلالي pic.twitter.com/Bpz5kcvj7d
— نادي الهلال السعودي (@Alhilal_FC) August 18, 2023
32 წლის მეკარემ "სევილია" 4-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და საუდის არაბულ კლუბში $23 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა.
ბონო ხელფასის სახით წლის განმავლობაში €12 მილიონ ევროს მიიღებს და კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება. მაროკოელი მეკარე "ალ ჰილალში" 37 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ "ალ ჰილალმა" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე: ბონო, კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ნეიმარი და მალკომი დაიმატა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ ჰილალის" შემდეგი ტრანსფერი - ალექსანდრ მიტროვიჩი იქნება, რომელიც ახლა "ფულემის" ღირსებას იცავს.