Belive

ფლამენგო ენტონი მარსიალის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფლამენგო" ენტონი მარსიალს დაუკავშირდა. ბრაზილიური კლუბის თავდამსხმელმა პედრომ ტრავმა მიიღო და მის შემცვლელად სწორედ ფრანგს მოიაზრებენ.

მასიალმა "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამ წუთამდე უგუნდოდ არის.

საინტერესოა, რომ მარსიალი მთხოვნელების ნაკლებობას არ განიცდიდა, განსაკუთრებით ფრანგული კლუბებისგან. იყო "ლიონისა" და "მარსელის" ვარიანტი მაგრამ, მარსიალმა თავად არ ისურვა კარიერის ამ კლუბებში გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ ენტონი "წითელი ეშმაკების" ღირსებას ძალიან დიდ ხანს იცავდა. "მანჩესტერის" მაისურით ფრანგმა 317 შეხვედრა ჩაატარა და 90 გოლთან ერთად 47 ასისტიც შეასრულა.

სხვა სტატიები