ლაპორტა: "ნიკოს შესაძენად მზად ვართ, ჩვენ კარგი ფინანსური მდგომარეობა გვაქვს..."
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, 62 წლის ჟოან ლაპორტამ, ახალი სეზონის დაწყების წინ, კლუბის მომავალსა და სავარაუდო სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა.
"“შემიძლია გითხრათ, რომ კლუბი ფინანსურად ძალიან კარგ გზას ადგას. ეს ბოლო 3 წელი ძალიან რთული და ინტენსიური იყო, თუმცა ამ დიდმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა ძალიან კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დავადასტუროთ კლუბის ფინანსური მდგომარეობა. ამას ნელ-ნელა, ნაწილობრივ გაგაცნობთ უახლოეს მომავალში.
ჩვენ ამ 3 წლიანი მუშაობის ბოლო ეტაპზე ვართ და იმედია, რომ ბოლომდე შევასრულებ.
სანამ ამერიკაში პრე-სეზონზე წავალთ ჩვენ გვინდა, რომ ჰანსი ფლიკის პრეზენტაცია ჩავნიშნოთ.
ფინანსური FAIR-PLAY დავასტაბილურეთ. ჩვენს და ლალიგის პრეზიდენტ ტებასს შორის მოლაპარაკებები შედგა და ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულ ფინანსურ მდგომარეობას, რაც გვაძლევს საშუალებას საჭირო და აუცილებელი ტრანსფერები განვახორციელოთ.
ძალიან ცუდი სანახავია, რომ ჯერ სეზონი არ დაწყებულა, ჩვენ კი პედრი და არაუხო უკვე გამოგვაკლდა 5/7 კვირით. თუმცა იმედს ვიტოვებ ჩვენს სამედიცინო სტაფთან ერთად ისინი მალე აღიდგენენ ძალებს და მოვლენ სათამაშო კონდინციებში. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ ფიზიკურადაც და მენტალურადაც.
ნიკო ძალიან მომწონს, დეკუ და ფლიკი მიიღებენ გადაწყვეტილებას ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა იმის ნამდვილად გეტყვით, რომ ჩვენ მისი შეძენა შეგვიძლია, რადგან ახალი ფინანსური მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას.” - ჟოან ლაპორტა
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" გასულ სეზონში ლა ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ასპარეზობას 1/4-ფინალიდან გამოეთიშა.