ოფიციალურად: არდა თურანი დონეცკის შახტარის მთავარი მწვრთნელია
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, არდა თურანი დონეცკის შახტარის ახალი მთავარი მწვრთნელია. 38 წლის სპეციალისტი 3 ქართველი ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის, გიორგი გოჩოლეიშვილის და ლუკა ლაცაბიძის გუნდს 2027 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ყოფილმა ფეხბურთელმა, სამწვრთნელო კარიერა 2023 წელს თურქეთში, კერძოდ ეიუპსპორში დაიწყო და შახტარში დანიშვნამდე იქ მუშაობდა.
ვამაყობ, რომ შახტარს შევუერთდი – დიდ კლუბს მდიდარი ისტორიითა და დიდი ტრადიციებით. ეს არის გუნდი, რომელიც მთელ ევროპაშია ცნობილი და რომლის ამბიცია ყველა მატჩის მოგებაა. იმედი მაქვს, რომ კლუბის წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან და ჩვენი თამაშით გულშემატკივრებს ბევრ სასიხარული მომენტს მოვუტანთ. მოტივირებულები ვართ, რომ მოვიგოთ თასები როგორც უკრაინაში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. - არდა თურანი
👋 Welcome to #Shakhtar! ⚒️
— FC SHAKHTAR ENGLISH (@FCShakhtar_eng) May 27, 2025
🇹🇷 @ArdaTuran 🧡 pic.twitter.com/2dDNYpg1J4