გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა გერმანიის თასიდან ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი გააგდო
გერმანიის თასის 1/16-ფინალში ჰაიდენჰაიმმა ჰამბურგს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო ბუდუ ზივძივაძეც - ქართველმა თავდამსხმელმა მოედანი 72-ე წუთზე დატოვა.
გოჩოლეიშვილმა Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, Flashscore-სგან კი 7.2-ქულიანი. გიორგიმ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 30-დან 26 ზუსტი გადაცემა (87%) გააკეთა და 8-დან 3 დუელი მოიგო.
6.9 ქულით შეაფასა ზივზივაძის თამაში Sofascore-მა, 6.5-ით კი - Flashscore-მა. ბუდუმ 17-დან 15 ზუსტი გადაცემა (88%) შეასრულა და 11-დან 5 დუელი მოიგო.
ჰამბურგი გერმანიის თასის 1/8-ფინალში გავიდა - გოჩოლეიშვილის გუნდის მომავალი მეტოქე 2 ნოემბერს გაირკვევა, მატჩი კი 2 ან 3 დეკემბერს გაიმართება.
GEWINNER BLEIBT! ✔️#nurderHSV #FCHHSV pic.twitter.com/POz3tk12wN
— Hamburger SV (@HSV) October 28, 2025