Belive

ოფიციალურად: ალექსანდრ მიტროვიჩი ალ ჰილალის ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც, მოსალოდნელი იყო სერბი ფორვარდი, ალექსანდრ მიტროვიჩი კიდევ ერთი ევროპელი გახდა, რომელმაც თავისი კარიერა საუდის არაბეთს დაუკავშირა - "მიტრო" "ალ ჰილალში" გადავიდა და კლუბის მორიგი სოლიდური შენაძენიც გახდა.

რიადულ კლუბში მიტროვიჩამდე კალიდუ კულიბალი, ბონო, ნეიმარი, მისი თანამემამულე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და რუბენ ნევეში გადავიდნენ.

"ალ ჰილალმა" მიტროვიჩი ვიდეოთი წარადგინა, სერბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიტროვიჩის სანაცვლოდ "ფულემმა" 50 მილიონი ევრო მიიღო, რაც დასავლეთ ლონდონური კლუბის რეკორდია. სერბმა ფორვარდმა "კრეივენ კოტეჯზე" გატარებულ ხუთნახევარ წელიწადში 206 მატჩი ჩაატარა და 111 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები