Belive

მიზეზი კვლავ ტრავმაა | ნეიმარი მუნდიალის მეორე მატჩსაც გამოტოვებს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრებისა და ნეიმარის გულშემატკივრებისთვის არასახარბიელო სიახლეები გრძელდება. „სელესაოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, ვერც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში შეძლებს მოედანზე გასვლას და ჰაიტის წინააღმდეგ თამაშს.

ნეიმარი 20 ივნისამდე ტრავმის სრულად მოშუშებას ვერ ასწრებს, შესაბამისად ექიმები მას თამაშის საშუალებასა და დატვირთვის უფლებას არ აძლევენ, რადგან მას შესაძლოა ეს ტრავმა კიდევ უფრო გაურთულდეს.

34 წლის ვარსკვლავი წვივის ტრავმის გამო რეაბილიტაციის პროცესს კვლავ აგრძელებს და მას მოედანზე მეორე ტურშიც ვერ ვიხილავთ...

კარლო ანჩელოტის გუნდი მომდევნო ტურში, 20 ივნისს, ჰაიტის ნაკრებს დაუპირისპირდება,

სხვა სტატიები