გენგამის ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარზე: ,,მის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თამაშისთვის ფულს გადავიხდიდი''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,გენგამის'' ყოფილმა მცველმა, აბდულ კამარამ, ისაუბრა ნეიმარზე, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც უთამაშია:
,,ნეიმარი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია! ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ ის ბოლომდე არც კი დახარჯულა, თუმცა სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობდა...
მის წინააღმდეგ აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდით, თავს მაყურებლად ვგრძნობდით, ბავშვებივით ვუყურებდით. ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, რაც ნანახი არ გვქონდა. მატჩის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ თამაშისთვის ფულს გადავიხდიდი, რადგან ეს რაღაც განსაკუთრებული იყო.'' - აბდულ კამარა
კამარამ ნეიმარის წინააღმდეგ 2017 წელს ითამაშა. ის მატჩი ,,პარი სენ ჟერმენის'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ბრაზილიელმა შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
🎙️ABDOUL CAMARA:
— Ginga Bonito 🇧🇷 (@GingaBonitoHub) July 22, 2024
(Ex Guingamp player)
“Neymar is best player I’ve ever played against. We felt like he wasn’t trying. He wasn’t playing the same football as us...
We couldn’t do anything, really… We felt like spectators, like kids watching him.” 🇧🇷
pic.twitter.com/9qtude7dxf