Belive

ოფიციალურად | აგენტმა დაადასტურა - დი ლორენცო ნაპოლიდან მიდის

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" 30 წლის მარჯვენა მცველმა - ჯოვანი დი ლორენცომ ნეაპოლური კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი აგენტი - ჯოვანი გიუფრედი ადასტურებს. გიუფრედის ინფორმაციით, მათ ნეაპოლურ კლუბს უკვე აცნობეს, რომ ფეხბურთელი თავს თავდაჯერებულად ვეღარ გრძნობს და კლუბის დატოვება სურს.

დი ლორენცოს აგენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი კლუბის პრეზიდენტს - აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და ეს ინფორმაცია გააცნო, პრეზიდენტი კი მზად არის, რომ იტალიელი მარჯვენა მცველის მიმართ შეთავაზებები მიიღოს და კარგი შემოთავაზების შემთხვევაში მას კლუბიდან გაუშვებს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დი ლორენცო "ინტერში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და 30 წლის მცველის შეძენა მილანურ კლუბს ჯერ კიდევ შარშან სურდა, თუმცა ახლა შეთავაზებისთვისა და ფეხბურთელის გადაბირებისთვის ყველაფერი იდეალურადაა.

ჯოვანი დი ლორენცო "ნაპოლის" ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს. მან ნეაპოლური კლუბის მაისურით 231 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლის გატანა და 36 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

დი ლორენცომ "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო.

სხვა სტატიები