Belive

ალექსის სანჩესი: "არ მინდოდა გოლის აღნიშვნა, თუმცა თავი ვერ შევიკავე"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-8 ტურში, კატალონიის ბარსელონამ სტუმრად სევილიასთან მძიმე მარცხი იწვნია. ლამინე იამალისა და რაფინიას დარჩენილი ბარსელონა ანდალუსიაში 4:1 განადგურდა.

მატჩის პირველი გოლი ვეტერანმა ჩილელმა - ალექსის სანჩესმა გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალექსის სანჩესს მატჩამდე ჰკითხეს, თუ მის ყოფილ კლუბს გაუტანდა, აღნიშნავდა თუ არა გოლს, რაზეც მან განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში, თუმცა ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

"ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და ნამდვილად მაგარი თამაში ვაჩვენეთ.

რაც შეეხება ჩემს გოლს და აღნიშნავს, თამაშამდე აღვნიშნე, რომ გოლის გატანის შემთხვევაში არ აღვნიშნავდი, თუმცა ზოგჯერ შფოთვა მძლევს, ან სურვილი და ეს მომენტი იყო ახლაც. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამაზე აღარ მიფიქრია, ამიტომ თავის შეკავებაც ვერ შევძელი..." - ალექსის სანჩესი

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი ბარსელონაში 4 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, რა პერიოდშიც მან 141 მატჩი ჩაატარა, სადაც 46 გოლის გატანა და 38 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ჩილელმა შემტევმა ბარსელონასთან ერთად: ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერ თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერ თასი და ესპანეთის თასი მოიგო.

სხვა სტატიები