Belive

ნორვეგიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნორვეგიის ეროვნულმა ნაკრებმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ორიან ნილენდი (სევილია), ეგილ სელვიკი (უოტფორდი), სანდერ ტანგვიკი (ჰამბურგი)

მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ტობიორნ ჰეგემი (ბოლონია), ლეო ოსტიგორი (ჯენოა), იულიან რაიერსონი, მარკუს პედერსენი (ტორინო), დევიდ მიოლერ ვულფი (ვულვზი), ფრედრიკ ბიორკანი (ბოდო/გლიმტი), სონდრე ლანგასი (დერბი), ჰენრიკ ფალხენერი (ვიკინგი).

ნახევარმცველები: მარტინ ოდეგორი (არსენალი), სანდერ ბერგე (ფულემი), ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო/გლიმტი), კრისტიან თორსტვედტი (სასუოლო), ანტონიო ნუსა (ლაიფციგი), ოსკარ ბობი (ფულემი), ანდრეას შელდერუპი (ბენფიკა), იენს ჰაუგე (ბოდო/გლიმტი), ტელო ასგორი (რეინჯერსი), მორტენ ტორსბი (კრემონეზე).

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ალექსანდრ სორლოტი (ატლეტიკო მადრიდი), იორგენ ლარსენი (კრისტალ პალასი)

View this post on Instagram

A post shared by Herrelandslaget (@herrelandslaget)

ნორვეგიის ეროვნული ნაკრები I ჯგუფშია და საფრანგეთის, სენეგალის და ერაყის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები