Belive

ავსტრალიის ბრწყინვალე შედეგი - თურქეთმა საქმე ძალიან გაირთულა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ავსტრალიამ თურქეთი 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 27-ე წუთზე ნესტორი ირანკუნდამ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი კონორ მეტკალფიმ 75-ე წუთზე დააფიქსირა.

მატჩში თურქეთი დომინირებდა, მაგრამ ავსტრალიამ მიღებული შანსები ბრწყინვალედ გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა. ამ მარცხით კი თურქეთმა საქმე ძალიან გაირთულა.

ცხრილი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 3 ქულა

  2. ავსტრალია - 3 ქულა

  3. თურქეთი - 0 ქულა

  4. პარაგვაი - 0 ქულა

მომდევნო შეხვედრა აღნიშნულ ჯგუფში 19 ივნისს 23:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს აშშ-ს ეროვნული ნაკრები და ავსტრალია დაუპირისპირდებიან, ხოლო 20 ივნისს 07:00 საათზე თურქეთი პარაგვაის შეხვდება.

სხვა სტატიები