ნონა გაფრინდაშვილი: "ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ, თუმცა "ბარსელონა" რომ მონაწილეობდეს, ჩემს სიმპატიებს "ბარსელონა" გადაწონიდა", - აცხადებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.ცნობისთვის, ქართული სპორტის ვარსკვლავსა და გროსმაისტერს 3 მაისს, 80 წელი შეუსრულდა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ნონა გაფრინდაშვილის ამჟამინდელი ფავორიტი კლუბი, "მანჩესტერ სიტი" დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.