არგენტინელმა ფეხბურთელმა ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საკუთარი ავტოგრაფიანი მაისური უსახსოვრა.
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ 80 წლის იუბილესთვის მიძღვნილი საჩუქარი დღეს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილი სწორედ ლეო მესის გულშემატკივარია. ნონამ რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ 33 წლის ფეხბურთელის გამო ის არგენტინის ნაკრებსა და "ბარსელონას" გულშემატკივრობს.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადისთერთმეტგზის გამარჯვებულია.