Belive

სტივენ ჯერარდი პირდაპირ ეთერში მარტინ კეონს დაუპირისპირდა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტივენ ჯერარდმა მარტინ კეონს საუბარი პირდაპირ ეთერში შეაწყვეტინა, როდესაც ამ უკანასკნელმა „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ დეკლან რაისის მისამართით გაკეთებული კრიტიკული კომენტარების გახსენება სცადა. TNT Sports-ის სტუდიაში ჯერარდი ინგლისელი ნახევარმცველის თამაშს აქებდა, რა დროსაც კეონმა გრემ სუნესის ძველი შეფასება წამოწია - „ლივერპულის“ ლეგენდა მიიჩნევდა, რომ რაისი მსოფლიო დონის მოთამაშე არ არის და ისეთ გრანდებში, როგორებიც „რეალი“ ან „ბარსელონაა“, ძირითადში ვერ მოხვდებოდა.

„დაივიწყე ეგ მარტინ. შენ იმაზე ფიქრობ, რაც ამ გადაცემის მიღმა ხდება. დეკლან რაისი მსოფლიო დონის ნახევარმცველია და ეს მართლაც უმაღლესი კლასის გოლი იყო. ამის დამტკიცება სხვა გადაცემებში მიმდინარე დისკუსიების გამო არ გჭირდება“ - სტივენ ჯერარდი

„ალიანც არენაზე“ რაისმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ანგარიში გაათანაბრა. ამ გოლით მან მიკელ არტეტას გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი სერია შეუნარჩუნა. 27 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, რაც ორშაბათს გასამართ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებამდე კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

რაისმა განვლილი 2025-2026 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და „არსენალის“ მიერ პრემიერლიგის ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ კლუბსა და ინგლისის ნაკრებში ნაჩვენები სტაბილურობის წყალობით მოხვდა ის წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ნახევარმცველი „ჩრდილოეთ ლონდონელებს“ 2023 წლის ზაფხულში, „ვესტ ჰემიდან“ 105 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.

სხვა სტატიები