ნოიერი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა
გერმანიის სუპერთასის ფინალში ბაიერნმა დორტმუნდი 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი მანუელ ნოიერმა 36-ე ტიტული მოიპოვა და ოფიციალურად ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა.
კარიერაში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ბაიერნის მეკარემ ყოფილ თანაგუნდელ თომას მიულერს გადაასწრო და ისტორიული რეკორდი დაამყარა.
მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნის რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობს, მას 13-ჯერ აქვს მოგებული ბუნდესლიგის ტიტული, 2-2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 7-ჯერ მოიგო გერმანიის თასი, 2-ჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და 9-ჯერ გერმანიის სუპერთასი.
Manuel Neuer has won his 36th career trophy, making him the most decorated German player of all-time 🏆🇩🇪 pic.twitter.com/BXaCo8e89x
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) August 22, 2026