ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ნოიერის შეცდომით გავიდა
ბრწყინვალე კარიერითა და თამაშით გამორჩეული მანუელ ნოიერი, უხეში და იშვიათი შეცდომის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში.
მიუნხენის ბაიერნის გამოცდილმა მეკარემ, აუგსბურგთან მატჩის დასაწყისშივე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რასაც ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი მოჰყვა. შეხვედრის საწყის წამებზე, ცენტრნიდან გათამაშებული ბურთი ნოიერმა მიიღო და მაშინვე პასის გაკეთება სცადა, თუმცა მისი გადაცემა რობინ ფელჰაუერმა ჩაჭრა.
აუგსბურგელთა თავდამსხმელს კარისკენ მიმავალ გზაზე არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია და ანგარიში გახსნა. ოფიციალური ქრონომეტრაჟით, გოლი თამაშის დაწყებიდან ზუსტად მერვე წამზე გავიდა.
ამ ეპიზოდამდე ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდს ორი ფეხბურთელი იყოფდა - ორივემ მეცხრე წამზე გამოიჩინა თავი:
კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი, 2015 წელი)
კარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი, 2024 წელი)
🚨| Augsburg opened the scoring against Bayern under TEN seconds due to this MISTAKE by Manuel Neuer. 😳 What was he doing?!? https://t.co/bvtv8VTNen
— Kalshi FC (@KalshiFC) October 10, 2026