ნკუნკუს დუბლი - მილანი სერია A-ში გალიდერდა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში მილანი აუტსაიდერ ვერონას დაუპირისპირდა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს გოლი კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა, მეორე ტაიმის სტარტზე კი თავი კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინა (დუბლი) და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ნკუნკუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა.
ვერონასთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით როსონერიმ 35 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მეორეადგილოსან ინტერს 33 ქულა და 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
Three goals and all three points 😎
— AC Milan (@acmilan) December 28, 2025
Brought to you by @Bitpanda_global pic.twitter.com/PvdrVFc0QA