მილანმა ლეაუს ფასი დააგდო - პორტუგალიელს კარისკენ მიუთითეს
რაფაელ ლეაუმ, ბოლო დღეებში კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს, მანჩესტერ იუნაიტედთან მიმდინარე სეზონისწინა ბოლო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებს.
პორტუგალიელი გარემარბი კვლავ წასვლის კანდიდატად რჩება, რადგან ბოლო კვირებში რუბენ ამორიმის დარწმუნება ვერ შეძლო. ტრანსფერის გასაადვილებლად მილანი მზადაა ფინანსურ დათმობაზე წავიდეს და სატრანსფერო ფასი შეამციროს: თუ აქამდე „როსონერი“ 50-60 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა ლეაუს წასვლა უფრო დაბალი თანხის სანაცვლოდაც შესაძლებელია.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაფაელ ლეაუს მილანიდან აბარგება, ამ ეტაპზე, მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარია. მიზეზი როგორც ტაქტიკური, ისე პერსონალურია: პორტუგალიელი ვინგერის სათამაშო პროფილი სრულად ვერ ჯდება იმ ფეხბურთში, რომლის მშენებლობასაც რუბენ ამორიმი გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონში, ლეაუმ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მილანთან მისი მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
📉 Oportunidad Rafa Leao: el Milan se cansa y desploma su precio
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) August 15, 2026
✍️ @futnando247 https://t.co/QxsQuEdX49