ენდრიკი: "ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მივიღო"
მოახლოებულ სანაკრებო პაუზასთან ერთად, კარლო ანჩელოტიმ, ენდრიკი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მადრიდის რეალში გატარებულ პერიოდზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ენდრიკმა არც ის გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება გუნდი დატოვოს.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ 20 წლის. არ არის აუცილებელი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მივიღო და გავრისკო. ვნახოთ, რა მოხდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თამაში მინდა. მინდა ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო და ამით სიამოვნება მივიღო. მინდა რეალში გოლები გავიტანო, როგორც ამას ლიონში ვაკეთებდი. იქ გატარებული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. არ ვიცი, რა მოხდება იანვარში. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო.
მადრიდი შესანიშავი ქალაქია. მოურინიო დიდებული ადამიანია, თუმცა ფეხბურთზე არასოდეს მელაპარაკება. მას ჩემი პირადი ცხოვრება უფრო აინტერესებს. მომწონს მისი დამოკიდებულება. ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, რასაც აკეთებს, მაგრამ ჩემი კარიერის განვითარებისთვის, საჭირო გადაწყვეტილება უნდა მივიღო. - ენდრიკი
ენდრიკს რეალთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის იანვარში კლუბს დატოვებს. მადრიდელები მისი იჯარით გაშვებას გეგმავენ - ისევე, როგორც ეს გასულ წელს ლიონის შემთხვევაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის დამატებით, რომა და მილანი არიან დაინტერესებულნი, თუმცა ორივე კლუბს უფრო ხელსაყრელი პირობების მიღება სურს. მხარეები გამოსყიდვის უფლების მიღებაზე მუშაობენ, რაც მადრიდელებისთვის ძალიან მაღალი ფასის სანაცვლოდ ფეხბურთელის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს. გარდაა ამისა ენდრიკის სრულფასოვანი ტრანსფერიც განიხილება.
🚨 Endrick on January window: “I’m only 20, so I’ll see how things unfold. I just want to play, be happy, and help my teammates”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 10, 2026
“I don’t know what will happen in January; that’s in God’s hands. I only ask for what’s best for my career. Whatever is meant to happen, will happen.… pic.twitter.com/X4UVP15Igi